ბრაასი - ნატურალური თიხის კრამიტი

„ბრაასის“ ისტორია 1953 წლიდან იწყება. კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური, ბეტონისა და კომპოზიტური კრამიტი გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით, ფერთა გამით და ფორმების მრავალფეროვნებით. აღნიშნული პროდუქტი წარმოებულია ნატურალური მასალებისაგან. კომპანია ფლობს 17 საწარმოს გერმანიაში, სადაც დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. 2012 წელს კომპანიამ მოიპოვა „საუკუნის ბრენდი“-ს წოდება. კომპანია „მოდერნრუფინგი“ არის „ბრაასის“ ექსკლუზიური პარტნიორი და წარმომადგენელი ამიერკავკასიის რეგიონში.
ბრაასი მომხმარებლების მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ამიტომაც შექმნეს მრავალი ფორმისა და ფერის კრამიტი, შეუსაბამეს ყველანაირი აქსესუარი რათა თქვენი სახურავი იყოს გამორჩეულად ლამაზი, კომფორტული და დაცული.
ბრაასი მსოფლიოში კრამიტის ლიდერი მწარმოებელია, სწორედ ეს ბრენდი აწესებს ინოვაციურ სტანდარტებს ამ სფეროში. 2016 წელს ბრაასსა და გიგანტურ ავტომწარმოებელ MERCEDERS-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო, კრამიტის ფორმის მზის ელემენტებისგან მიღებული ენერგია ამიერიდან მერსედესის წარმოებულ აკუმულატორებში შეგენახებათ.


რატომ ბრაასი? იმიტომ, რომ ...

• კრამიტის უდიდესი მწარმოებელია
• სტანდარტების განმსაზღვრელია
• გლობალური ბრენდია
• საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია
• სახურავის კომპლექსური სისტემებს აწარმოებს
• მუდმივად ინოვაციებზეა ორიენტირებული
• ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია
• საუკეთესოა ფასის ხარისხთან მიმართებაში
• კრამიტის გარანტია მინიმუმ 50 წელია
• გერმანული ხარისხია