სერვისები
ბრტყელი, ქანობიანი, მწვანე გადახურვა და ყველა სახის იზოლაცია
ყველა სახის იზოლაცია

ჰიდროიზოლაცია:

ბენტოშილდი, იგივე ბენტონიტური თიხის ხალიჩა გამოიყენება გვირაბების, ჰესების, აუზებისა და წყალსაცავების, ტერასებისა და სახურავის გამწვანების, კოლონების, მიწისქვეშა კონსტრუქციების, შენობების საძირკვლებისა და კედლების იზოლაციისათვის. მისი მონტაჟის შემდეგ ყალიბდება წყალგაუმტარი შრე. ბენტოშილდი შეუცვლელია ისეთი გრუნტის შემთხვევაში სადაც დიდი რაოდენობით გვხვდება მიწისქვეშა წყლები.

ბენტოშილდი არის სპეციალურად შექმნილი უნიკალური ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ისეთ სირთულეებს რაც ტრადიციული საიზოლაციო სისტემებისათვის მიუღწეველია. იგი როგორც სანდო და თვითაღდგენადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, შენობა ნაგებობების სიცოცლხის უნარიანობის ხანგრძლივობის 100%-ან გარანტიას იძლევა.

ბენტოშილდი შეიცავს ბენტონიტური თიხის მილიონობით ნაწილაკს, რომლებიც ერთმანეთზე გადადების დროს ქმნიან ერთიან ჰიდროსაიზოლაციო ფენას. ის წყალსა და ნესტთან შეხებისას 16-ჯერ ფართოვდება მის მშრალ მდგომარეობასთან შედარებით. ბეტონსა და მიწას შორის ზეწოლის(პრესის) ქვეშ მოქცეული ბენტონიტური ხალიჩა წარმოქმნის ერთიან სქელ და შეუღწევად მასას.

მისი გაფართოების საშუალება შესაძლებლობას იძლევა შეავსოს და აღადგინოს ბეტონის ბზარები, რომელიც გამოწვეულია სეისმური მოვლენების, გრუნტისა და ბეტონის დაჯდომისას.

გასასმელი ჰიდროიზოლაცია:

სხვადასხვა სახის ჰიდროსაიზოლაციო მასალების იტალიური მწარმოებელი ფირმა „იიველა“ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს აღნიშნული ფირმის მიერ ნაწარმოები თხევადი, გასასმელი ჰიდროიზოლაცია რომელიც განკუთვნილია ტერასებისათვის, სახურავებისათვის, აუზებისათვის, შენობა-ნაგებობის სანიტარული კვანძებისათვის და ა.შ.

მაღალი ხარისხის ერთკომპონენტიანი ჰიდროიზოლაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც კვალიფიციური ოსტატის მიერ, ასევე ინდივიდუალურად, კერძო პირის მიერ, რადგან მარტივი და საიმედო მასალაა.

ფირმა "იიველა" აწარმოებს გასასმელ, თხევად, გამჭირვალე ჰიდროსაიზოლაციო მასალას "DRY TERRACE". აღნიშნული მასალა საშუალებას იძლევა წყალგაუმტარი გახადოს უკვე მოპირკეთებული ტერასა.

თბოიზოლაცია:

ნებისმიერი შენობა-ნაგებობა შეიძლება მოეწყოს ისე რომ მას ჰქონდეს მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია, რაც საშუალებას იძლევა იგი ნაკლები დანახარჯებით, ეკონომიურად გათბეს ან გაგრილდეს. 

კომპანია მოდერნრუფინგი  გთავაზობთ შენობების დათბუნებას. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის მასალებს. "პენოპოლისტიროლს", ექსტრუდირებულ პენოპოლისტიროლს  /XPS/,  ქვის ბამბას, /მაგ: Rockwool/, /Paroc/  მინის ბამბას  /მაგ : ISOVER/ და ა.შ. 

ყველა სახის თბოსაიზოლაციო მასალას აქვს როგორც თბოიზოლაციის, ასევე გარკვეულწილად ბგერაიზოლაციის თვისებები.

 

ხმის იზოლაცია:

თანამედროვე მსოფლიოს მეგაპოლისების მაცხოვრებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ხმაურისაგან დაცულ გარემოს,ამ მიზნით საცხოვრებელი ბინებისა თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ხმის საიზოლაციო მასალები.

ჩვენ ვიყენებთ ისეთი ფირმების ხმის საიზოლაციო მასალებს, როგორიც არის: MORGAN, GENERAL MEMBRANE, VACUPORI, TecnoNICOL, IIVELA და ა.შ. რომლებიც საუკეთესო შედეგს იძლევიან მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნაში. 

 

ორთქლიზოლაცია:

დღეისათვის მსოფლიოში იწარმოება ფართო სპექტრის ორთქლსაიზოლაციო მასალები. ქანობიან სახურავებზე, მანსარდებში, ბრტყელ სახურავებსა და ტერასებზე ვიყენებთ ისეთი ცნობილი კომპანიების მასალებს როგორიცაა: TechnoNICOL, EUROVENT, COROTOP და ა.შ.