ჩვენს შესახებ

  კომპანია "მოდერნრუფინგი" გთავაზობთ შენობა-ნაგებობების ბრტყელი და ქანობიანი სახურავების,  ტერასების, საძირკვლების, კედლების ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოებს.  

  ვიყენებთ თანამედროვე მაღალხარისხოვან მასალებს. სამუშაოებს ვასრულებთ მოქმედი სტანდარტების დაცვით, გარანტიით. ჩვენს გამოცდილ, კვალიფიციურ ოსტატებს გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის სამშენებლო და სამშენებლო მასალების მწარმოებელ ორგანიზაციებში.

  კომპანიას აქვს სამშენებლო ლიცენზია, უსაფრთხოების სისტემის სერთიფიკატი, ხარისხის დაცვის სისტემა.

პროექტების სეგმენტაცია 
მწვანე სახურავი
5%
ქანობიანი სახურავი
26%
ბრტყელი სახურავი
69%
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ გადახურვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, სახურავებზე გამწვანების მოწყობის კულტურის პოპულარიზებას და ჰიდროსაიზოლაციო სფეროს განვითარებას ამიერკავკასიის რეგიონში!
ჩვენი მიზანი
კომპანიის მიზანია  საქართველოს სამშენებლო სფეროში თანამედროვე, ამერიკული და ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ჩვენი ხედვა
ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება პოვებს წარმატებასა და აღიარებას. სწორედ ამიტომ, მივისწრაფით თვითდამკვიდრებისაკენ, რომელიც გამოგვარჩევს, როგორც საუკეთესო ბრენდს გადახურვებისა და იზოლაციების სფეროში.
ჩვენი გუნდი
პროექტების განხორციელებაში ჩართულია მრავალი პროფესიონალი, რომელიც იცნობს, აფასებს და ენდობა კომპანია „მოდერნრუფინგის“ მრავალწლიან გამოცდილებას.
რამაზ ღვინეფაძე
რამაზ ღვინეფაძე
დირექტორი
ზურაბ ღვინეფაძე
ზურაბ ღვინეფაძე
ინჟინერი
მამუკა ამბროლაძე
მამუკა ამბროლაძე
ინჟინერი