კომპანია "მოდერნრუფინგი" გთავაზობთ გამწვანების მოწყობას ბრტყელ სახურავებზე, ტერასებსა და აივნებზე. ჩვენს მიერ სხვადასხვა სახის საიზოლაციო მასალებით დამუშავებული სახურავი საშუალებას მოგცემთ მოაწყოთ ნებისმიერი სირთულის გამწვანება.

სახურავებსა და ტერასებზე გამწვანების მოწყობის წინ საჭიროა შეიქმნას ე.წ. "სენდვიჩი". ეს არის: ჰიდროიზოლაცია, ფესვდამცავი ფირი, სპეციალური სადრენაჟე მემბრანა, სპეციალური გეოტექსტილი. ამ მიზნით კომპანია „მოდერნრუფინგი“ მრავალი წელია ძირითადად იყენებს ცნობილი ჰოლანდიური ფირმის - „ნოპოდრაინის“ /“NOPHADRAIN”/ და გერმანული ფირმა „ბაუდერის“ /“BAUDER”/ - მიერ შემუშავებულ სისტემებსა და მათ პროდუქციას.

მწვანე გადახურვა

1 .ბეტონის მჭიმზე

ექსპლიკაცია:

  1. ბეტონის მჭიმი
  2. ინერტული მასალა ქანობისთვის
  3. არმირებული მჭიმი
  4. ბითუმის პრაიმერი
  5. ჰიდროიზოლაცია /მითუმოვანი, რულონური მემბრანა, ერთი ან ორი ფენა/
  6. თბოიზოლაცია /ექსტრუირებული პენოპოლისტიროლი (XPS)/
  7. სადრენაჟე მემბრანა
  8.  გეოტექსტილი
  9.  მიწის გრუნტი გამწვანებით

2 .მსუბუქ კონსტრუქციაზე

ექსპლიკაცია:

  1. ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია
  2.  ორთქლიზოლაცია
  3. ინერტული მასალა ქანობისათვის
  4. თბოიზოლაცია /ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი (XPS)/
  5. ჰიდროიზოლაცია /ბითუმოვანი, რულონური მემბრანა. ერთი ან ორი ფენა/
  6. გეოტექსტილი
  7.  სადრენაჟე მემბრანა
  8.  გეოტექსტილი
  9.  მიწის გრუნტი გამწვანებით

მწვანე ტერასა