ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ყველა სახის ბრტყელი სახურავის მოწყობა. ვიყენებთ ცნობილი კომპანიების ბითუმოვან-რულონურ ჰიდროსაიზოლაციო მემბრანებს, გასასმელ, თხევად იზოლაციებსა, სხვადასხვა სახის მემბრანებს. თანამედროვე ბრტყელი გადახურვების ჰიდროიზოლაციისათვის დიდწილად გამოიყენება ბითუმოვანი მემბრანები, რომლებიც მზადდება ბითუმის ბაზაზე როგორც მინა-ქსოვილის, ასევე მისი ბოჭკოსა და პოლიმერული ქსოვილების გამოყენებით. აღნიშნული მასალები იწარმოება რულონების სახით. ჩვეულებრივ რულონის სიგანე არის 1 მ, ხოლო სიგრძე 5-დან 15-მეტრამდე. რულონის წონაც შესაბამისად მერყეობს 20 კგ-დან 50 კგ-მდე.
მაღალხარისხოვანი მასალა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს დრეკადობას, არ დეფორმირდება და არ უჩნდება მიკრობზარები, ხასიათდება გაჭიმვის მაღალი კოეფიციენტით, გამოირჩევა გარემო პირობებისადმი და მექანიკური დაზიანებებისადმი მდგრადობით (ბუნებრივი მოვლენები, ტემპერატურის ცვლილება და ა.შ) კომპანია მოდერნრუფინგისათვის ხარისხი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ჩვენს საქმიანობაში უმეტესად ვიყენებთ SBS მოდიფიცირებულ ბითუმოვან პოლიმერულ მასალებს. ბრტყელი გადახურვის დროს ხარისხიანი მასალითა და მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ სამუშაოს შესრულებისას სახურავის საგარანტიო ვადა განისაზღვრება 10-დან 50 წლამდე.
ბრტყელი სახურავი და ტერასა
შენიშვნა:
- შესაძლებელია მჭიმის ნებისმიერი მასალით მოპირკეთება.
- შესაძლებელია მჭიმის მაგივრად დაიგოს ე.წ. "დეკი"
- შესაძლებელია მოეწყოს ხელოვნური ან ბუნებრივი გამწვანება