First Corporation – სანიაღვრე სისტემები

ბენტოშილდი, იგივე ბენტონიტური თიხის ხალიჩა გამოიყენება გვირაბების, ჰესების, აუზისა და წყალსაცავების, ტერასებისა და სახურავის გამწვანების, კოლონების, მიწისქვეშა კონსტრუქციების, შენობების საძირკვლებისა და კედლების იზოლაციისათვის. მისი მონტაჟის შემდეგ ყალიბდება წყალგაუმტარი შრე. ბენტოშილდი შეუცვლელია ისეთი გრუნტის შემთხვევაში სადაც დიდი რაოდენობით გვხვდება მიწისქვეშა წყლები.

ბენტოშილდი არის სპეციალურად შექმნილი უნიკალური ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ისეთ სირთულეებს რაც ტრადიციული საიზოლაციო სისტემებისათვის მიუღწეველია. იგი როგორც სანდო და თვითაღდგენადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა, შენობა ნაგებობების სიცოცლხის უნარიანობის ხანგრძლივობის 100%-ან გარანტიას იძლევა.

ბენტოშილდი შეიცავს ბენტონიტური თიხის მილიონობით ნაწილაკს, რომლებიც ერთმანეთზე გადადების დროს ქმნიან ერთიან ჰიდროსაიზოლაციო ფენას. ის წყალსა და ნესტთან შეხებისას 16-ჯერ ფართოვდება მის მშრალ მდგომარეობასთან შედარებით. ბეტონსა და მიწას შორის ზეწოლის(პრესის) ქვეშ მოქცეული ბენტონიტური ხალიჩა წარმოქმნის ერთიან სქელ და შეუღწევად მასას.

მისი გაფართოების საშუალება შესაძლებლობას იძლევა შეავსოს და აღადგინოს ბეტონის ბზარები, რომელიც გამოწვეულია სეისმური მოვლენების, გრუნტისა და ბეტონის დაჯდომისას.