ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც აწარმოებს სპეციალურ კაუჩუკის ხალიჩებს და სხვა სახის ხელოვნურ საფარს გარე და შიდა სპორტული მოედნებისათვის.
აღნიშნული მასალების გამოყენების სპექტრი დიდია: ფეხბურთისა და კალათბურთის დიდი და მინი მოედნები, ხელბურთის მოედნები, სარბენი ბილიკები და სხვა.
ანალოგიური სახის მასალების სხვა მწარმოებლებისაგან განსხვავებით, „მონდოს“ მიერ გამოშვებული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ლონდონის ოლიმპიადის ბევრი ობიექტი სწორედ ამ ფირმის პროდუქციით არის შესრულებული.