ტეგოლა – შინგლი

შინგლი – სპეციალურ ფორმებად დაჭრილი, ბიტუმის ან ბიტუმ-პოლიმერული მასალა, გამოიყენება ქანობიანი სახურავისათვის, რომლის წარმოებაც იწყება 1901 წლიდან ამერიკაში. მას ასევე „რბილ სახურავსაც“ ეძახიან. ულტრაიისფერი სხივებისაგან დასაცავად შინგლის ზედაპირი დაფარულია ფერადი ამრეკლი ქვიშით. ბიტუმის სახურავს აქვს კარგი თბოსაიზოლაციო და ხმის საიზოლაციო თვისებები. მისი გამოყენება შეიძლება რთული არქიტექტურული კონსტრუქციის მქონე სახურავებში.

შინგლი – უნივერსალური მოხმარების პროდუქტია. ის წარმატებით გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე და მუდამ ინარჩუნებს ხარისხს. მისი ფერი მედეგია დროის მიმართ. ბაზალტი – მასალა, რომელიც გრანულიტის წარმოებისთვის იხმარება. არ ახდენს ნესტის აბსორბირებას, ამიტომაც არ ზიანდება. მისი დაფერვა კერამიზაციის პროცესში ხდება 650 გრადუსზე არაორგანული პიგმენტებით, რომლებიც ასევე მედეგია ტემპერატურის და ულტრაისფერი სხივების მიმართ. შინგლით გადახურვას გააჩნია შემდეგი უპირატესობები: დაგების კუთიხს ფართო დიაპაზონი, არ საჭიროების დამატებით აქსესუარებს, ახშობს წვიმის ან ქარის ხმაურს, არ ქმნის კონდესატს, მსუბუქი გადახურვის საშუალება, გამოირჩევა ფერებისა და ფორმის მრავალფეროვნებით.