ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ყველა სახის ბრტყელი სახურავის მოწყობა. ვიყენებთ ცნობილი კომპანიების ბითუმოვან-რულონურ ჰიდროსაიზოლაციო მემბრანებს, გასასმელ, თხევად იზოლაციებსა, სხვადასხვა სახის მემბრანებს.
თანამედროვე ბრტყელი გადახურვების ჰიდროიზოლაციისათვის დიდწილად გამოიყენება ბითუმოვანი მემბრანები, რომლებიც მზადდება ბითუმის ბაზაზე როგორც მინა-ქსოვილის, ასევე მისი ბოჭკოსა და პოლიმერული ქსოვილების გამოყენებით. აღნიშნული მასალები იწარმოება რულონების სახით. ჩვეულებრივ რულონის სიგანე არის 1 მ, ხოლო სიგრძე 5-დან 15-მეტრამდე. რულონის წონაც შესაბამისად მერყეობს 20 კგ-დან 50 კგ-მდე.